უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აპრილი, 2018 17:20
font-size

ქართული ღვინო დანიაში წარადგინეს

ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე ,,Copenhagen Wine Fair’’ იყო წარმოდგენილი.

გამოფენას დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გიგი გიგიაძე დაესწრო. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ღვინის კულტურაზე და დანიაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო.

გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია. მის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების 15 სახეობის პროდუქცია: ,,მეღვინეობა ვაზიანი’’, ,,ბრუალე/ქაპ ჯორჯია’’, ,,მოსმიერი’’ და ,,წინანდლის ძველი მარანი“.

გამოფენაში სულ 25-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, რომელთა დიდი ნაწილი იყო იტალიდან და საფრანგეთიდან, ღვინის მწარმოებლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში გასული წლის ბოლოს ღვინის იმპორტიორი კომპანიის ,,The Easy Company Aps’’ მფლობელსა და დანიიის ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სვენდ ლეთ მულერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო დანიაში ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობები და ღვინის ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის პირობები, რის შემდეგაც დაიგეგმა ქართული ღვინის წარდგენა ზემოთ აღნიშნულ გამოფენაში, რათა ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი დანიის საექსპორტო ბაზარზე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი