პოლიტიკა


„ქართული მარში“ რუსთავი 2-ის პარალიზებას გეგმავს
„ქართული მარში“ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს და რუსთავი 2-ის პარალიზებით იმუქრება. „ქართული მარშის“ სათათბიროს წევრის, კოკა მორგოშიას თქმით, არხის პარალიზება იქამდე გაგრძელდება, სანამ გიორგი გაბუნია ბოდიშს არ მოიხდის.
„უახლოეს დღეებში დაიგეგმება აქცია, სადაც ათი ათასობით ქართველი გამოვა და პირდაპირ პარალიზებას მოახდენს „რუსთავი 2“-ის. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს არ მიეცემათ საშუალება არც ჩართვის, არც მუშაობის, ვიდრე გიორგი გაბუნია ცინიკური განცხადების გამო არ გამოვა და ბოდიშს არ მოიხდის, რასაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. მე არ მაინტერესებს გიორგი გაბუნიას არც რელიგიური მრწამსი, არც მისი შეხედულებები, თუმცა ფაქტია, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად მარათლმადიდებლურ სამყაროს და ასევე სხვა ქრისტიანებს. ეს ფართომასშტაბიანი აქციები მივა იმ შედეგამდე, რომ "რუსთავი 2"-ის ეს ბინძური პროპაგანდა ამოიძირკვოს საქართველოში", - განაცხადა „ქართული მარშის“ წევრმა.
ორშაბათს „ქართული მარშის“ აქტივისტები სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას, რომელშიც იესო ქრისტე იყო ნახსენები.
„ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, ნათქვამმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27