პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიულ დისციპლინაზე ვისაუბრეთ - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს, საღამოს გამართულ შეხვედრაზე პარტიული დისციპლინის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პარტიული დისციპლინა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, უხეშად, თანაც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არღვევს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი.
ამასთან დაკავშირებით დამატებითი შეხვედრები გვექნება უმრავლესობის შიგნით, პარტიულ თუ უმრავლესობის ფრაქციის ფორმატებში და რამდენიმე დღეში, მე ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობაც აღარ იქნება, რადგან ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, რა სანქციები ელით დისციპლინის დამრღვევებს.
„მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე, მათ ექნებათ სასაუბრო, ექნებათ გასარკვევი, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი იქნება გარკვეული და ეს გარკვევა იქნება პარტიის თუ უმრავლესობის ფორმატში. შედეგი იქნება, რომ ეს ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე.
თქვენ იცით, რომ პირველი შემთხვევაა, რომ ასე საჯაროდ რამდენიმე სამი თუ ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომ არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიც არის, არასწორი მიმართულებითაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ განცხადებებს, აქიდან გამომდინარე, რადგან პირველი შემთხვევაა, მაინცდამაინც სანქციებზე არ გვისაუბრია.
ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან უმრავლესობისა და პარტიის ფორმატში და ამის შემდეგ ვიფიქრებთ სხვა ღონისძიებებზე. არ მინდა, დღეს დავადასტურო რაიმე სანქციების შესახებ, ამაზე ჩვენ ჯერჯერობით საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

