უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2020 11:00
font-size

ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა

„დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა.

როგორც "მედიანიუსს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს ონლაინ-ფორმატში გამართულ OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

"ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“. „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ ქართული მხარის წინადადება, ჭაჭაზე ხანგრძლივი მაცერაციით დადუღებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების კატეგორიებს დამატებოდა, 2017 წელს მიიღო განხილვაში. საბოლოო გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა OIV-ის სამუშაო ჯგუფების მიერ ყოველწლიურად საკითხის განხილვა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან პროცედურული მხარდაჭერა. აღნიშნული სიახლის შესახებ შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ შეძლონ შესაბამისი შეფასების გაკეთება. OIV-ის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობასთან 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აკავშირებს და ღვინის დაყენების ეს მეთოდი ასოცირდება ჩვენს ქვეყანასთან.

აღსანიშნავია, რომ სწორედ საქართველოა მეცნიერების მიერ ღვინის სამშობლოდ აღიარებული: „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, 2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Early Neolithic Wine of Georgia in the South Caucasus“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ. ხოლო 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი