უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2018 12:45
font-size

ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება - თეა წულუკიანი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სასამართლოს ვიცეპრეზიდენტსა და განმწესრიგებელს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი რობერტ ფრემრსა და პიტერ ლუისს ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვაცხადო − საქართველოს, ქართველ ხალხს დიდი იმედი აქვს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის გამოძიებისა. ჩვენ ველით, რომ ქართველების წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოუძიებელი არ დარჩება და სამართლიანობა გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს სასამართლოსთან მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად და მართლმსაჯულების აღსადგენად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვადასხვა ორგანოსთან. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რამდენიმე წლის წინ წამოყენებული თხოვნის შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ჰააგის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული რამდენიმე პირი სასჯელს საქართველოს ციხეებშიც მოიხდის. მისი განცხადებით, პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ ამისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რეგიონული კონფერენცია თბილისში მიმდინარეობს. კონფერენციის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივაა და მისი საფუძველი ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა.

როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის, გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათა დადგინდეს ქართველების წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ