საზოგადოება
ქართველებმა ეს დაიმსახურეს - მიროსლავ ლაიჩეკი უვიზო მიმოსვლაზე
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პროცესი მიულოცა.
„28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას 90 დღის განმავლობაში. მშვენიერია! ეს ნამდვილად დაიმსახურეს და დიდხანს ელოდნენ“, - დაწერა ლაიჩეკმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, შენგენის ზონის 22 ქვეყანაში, ვროკავშირის 4 არაწევრ და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში იმოგზაურონ. უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.
უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენას სამუშაოდ ან საცხოვრებლად.
ანა მებურიშვილი