უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ქართველებო, იდარდეთ და ილოცეთ ინგუშებისთვის, რომ აქ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დასრულდეს - ისა კოაზოი
ინგუშეთში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის გადადგომას მოითხოვს. ხალხის უკმაყოფილება ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებს შორის 26 სექტემბერს გაფორმებულმა შეთახნმებამ გამოიწვია, რომელიც რეგიონებს შორის მიწების გაცვლას ითვალისწინებს. იმის გამო, რომ ევკუროვმა ამ გადაწყვეტილებით კადიროვს რეგიონის საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმო, ინგუშთა ტეიპების უმრავლესობამ ის ღალატში დაადანაშაულა.
შეთანხმებას მოჰყვა ინგუშეთის ქალაქ მაგასში დაწყებული სტიქიური მიტინგი, რომელშიც 30 000-მდე ადამიანია ჩაბმული. საპროტესტო შეკრება დღემდე გრძელდება. საპროტესტო აქცია 15 ოქტომბრამდეა სანქცირებული, ევკუროვმა მადლობა გადაუხადა კრემლს, რომ მიტინგის ძალისმიერი გზით დაშლას ჯერჯერობით, "არ აიძულებენ".
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აქციის პირველ დღეებში ინგუშეთის „ომონ“-მა ხალხის დარბევის ბრძანება არ შეასრულა. რესპუბლიკაში ამ დრომდე გათიშულია მობილური ინტერნეტი, შეზღუდვებია სატელეფონო და ინტერნეტ კავშირზე, გადაადგილებაზე, შეყვანილია დამატებითი სპეციალური დანიშნულების და როსგვარდიის ნაწილები.
„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ჟურნალისტი ზაზა წულაძე ინგუშ მწერალსა და ჰუმანისტს, ისა კოაზოის ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დაუკავშირდა და ინტერვიუ აიღო ინგუშეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„დეპორტაციის შემდეგ, ეს რაიონი თავისი სოფლებით, მათ შორის ანგუშტით, საიდანაც 5 წლის ასაკში, ჩემს ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადამასახლეს, ჩრდილოეთ ოსეთს გადასცეს. ინგუშეთისა და ჩეჩნეთის დანარჩენი ტერიტორიებიც, 1957 წლამდე, ჩრდილოეთ ოსეთს, რუსეთის ფედერაციას, დაღესტანსა და საქართველოს შორის იყო გადანაწილებული.
ქართველები ერთადერთი ხალხი იყო, რომელმაც სრულად და ძმურად უკან დაგვიბრუნა ჩვენი ტერიტორიები და სახლ-კარი, როგორც კი სამშობლოში დაბრუნების უფლება მოგვცეს. ეს ინგუშებს არასოდეს დაგვავიწყდება. ზუსტად ანალოგიურად დაუბრუნეს ქართველებმა მიწები ჩეჩნებს, ბალყარელებს, ყაბარდოელებს..
პრიგოროდნი რაიონი კი ინგუშეთს აღარ დაუბრუნეს და ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ისევე, როგორც ჩვენი სხვა მიწები. იქ დასახლების უფლებას წლების მანძილზე არ გვაძლევდნენ. ეს იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც მაშინ ჩაიდო და 1992 წელს აფეთქდა.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩნების 90% მხარს გვიჭერს და ინგუშებთან კონფლიქტი არ სურთ. ყოველდღე მირეკავენ, გვამხნევებენ, მეუბებიან, რომ ჩვენი მიწების წაღება არ უნდათ და ამას ჩეჩნეთის ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ ღრმად მწამს, რომ ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის რაიმე კონფლიქტი, მით უმეტეს შეიარაღებული, მიწის გამო გამორიცხულია, ღმერთმა არ ქნას!
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ინგუშებს, რომლებიც ქართველ ხალხთან ყოველთვის მეგობრული და ძმური ურთიერთობით ცხოვრობდნენ.
იდარდეთ და ილოცეთ ჩვენთვის, რომ აქ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დასრულდეს”, - აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას ისა კოაზოიმ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12