უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგი გიუნაშვილი სხვა პატიმარზე გაცვალეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი სხვა პატიმარზე გაცვალეს.
”ეს არ იყო გაცვლა, ეს ადამიანი გათავისუფლდა პატიმრობიდან,“ -ასე პასუხობს ქეთევან ციხელაშვილი ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.
მისი თქმით, გიუნაშვილის გათავისუფლება ოსურ და აფხაზურ მხარესთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგია.
„გაცვლაზე ახლა არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდა. თქვენ იცით იმ ადამიანების გვარები და ეს მედიაშიც გამოქვეყნდა, რომლებიც წინა წლებში გათავისუფლდნენ. წინა წლებში აფხაზური მხარე ძალიან აქტიურად მუშაობდა და მაშინაც აღვნიშნეთ მათი პოზიტიური როლი ამ პროცესში. ამ შემთხვევაში გაცვლა არ ყოფილა, გათავისუფლდა ეს ადამიანი პატიმრობიდან“, - აცხადებს ციხელაშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21