უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 დეკემბერი, 2016 14:45
font-size

ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ქუთაისში და ჭიათურაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოცხადდა.

კომისიამ ქ. ქუთაისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად მეტრულ ტალღათა (FM97.5) დიაპაზონში კონკურსი შპს ”მედ ეფემ”-ის განცხადების საფუძველზე გამოაცხადა. ლიცენზიით სარგებლობის საფასური 8 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ქ. ჭიათურაში კი მეტრულ ტალღათა (FM93.5) დიაპაზონში კონკურსის გამოცხადება შპს ”რადიო ეფ-ემ”-მა მოითხოვა. ლიცენზიით სარგებლობის საწყისი საფასური ამ შემთხვევაში 4 475 ლარის და 25 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

ორივე გეოგრაფიულ ზონაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეთა განცხადებების მიღება 2017 წლის 30 იანვრის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2017 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი კონკურსში მონაწილეთა სამაუწყებლო კონცეფციებთან დაკავშირებით დასკვნას წარმოადგენს, 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოცხადდება 2017 წლის 9 მარტს 15:00 არის ჩანიშნული.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს სალიცენზიო პირობად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება ერთი წლის ვადაში და დღე-ღამეში მინიმალური მაუწყებლობის ხანგრძლივობა 18 საათით განესაზღვრებათ.

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი