უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 დეკემბერი, 2018 16:05
font-size

ქვეყანაში უსამართლობას და უღარიბესობას რომ უინტელექტობაც თან სდევს, კი ვიცით, მაგრამ ამდენ ხნით?.. მაგრამ ასეთი? - ნატო ჩხეიძე

მარტო ამათ რომ უსმინო და სხვა რეალიბას ვერ ხედავდე, თუნდაც იგივე რ2- დან, გეგონება, რომ უპრობლემო და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობ,- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი ნატო ჩხეიძე.

„სერიიდან: ჩვენი ცხოვრების კვალდაკვალ...

“რ2- ზე შაბათის შუადღე გადის.

ლიტერატურულ- შემეცნებითი გადაცემის პრეტენზია აქვს და შესაბამისად ინტელექტუალური აზრები უნდა მოვისმინოთ.

ყურადღებით ვუსმენ.

წამყვანებად 4 პირია შერჩეული.

გენდერული ბალანსიც დაცულია- 2 ქალი და 2 კაცი ( ქეთი დევდარიანი, ნესტან- ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი)

თემა: ამ წლის 3-3 მთავარი მოვლენა ჩამოვთვალოთ და იმაზე ვიმსჯელითო, - თვითონვე თქვეს წამყვანებმა, არავის დაუძალებია და არც რომელიმე მეტიჩარა ჟურნალისტს უკითხავს მოულიდნელად.
თვითონვე განსაზღვრ/ჩამოაყალიბეს გადაცემის თემა.

მაშ ასე: წლის სამი ძირითადი ამბავიო.

კვინიკაძემ ჩამოთვალა: გიორგანაშვილი გაამართლესო, პრეზიდენტი ავირჩიეთო და ფრანკფურტის ბაზრობაო.

დევდარიანმა ჩამოთვალა: ფრანკფურტის ბაზრობაო.

ბუღაძემ ჩამოთვალა: პრეზიდენტი ავირჩიეთო, სალარიძე ქუჩაში იდგაო და ფრანკფურტის ბაზრობაო.

ტურაშვილმა ჩამოთვალა: დუბაი მეგაპოლისია, დუბაიში ქართულ რესტორანში ქართველები ცეკვავენ და დუბაიში ქრთულ რესტორანში ლექცია წავიკითხეო.

დანარჩენი საუბარი სამზარეულოს თუ ავტობუსის გაჩერების თემების და აზრთა მიმდინარეობების დუბლიკატი იყო.

ბოლოს 2 წიგნიც გვიჩვენეს და ავტორ/მთარგმნელები დაგვისახელეს.

გამომცემლებსაც მადლობა უძღვნეს...

და ასე გაილია ეს ინტელექტუალურ/შემეცნებითი 60 წუთი...

პ.ს.

მარტო ამათ რომ უსმინო და სხვა რეალიბას ვერ ხედავდე, თუნდაც იგივე რ2- დან, გეგონება, რომ უპრობლემო და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობ, ბედნიერ, მაგრამ უინტელექტო ქვეყანაში.
პ.პ.ს.

ეჰჰ, ქვეყანაში უსამართლობას და უღარიბესობას რომ უინტელექტობაც თან სდევს, კი ვიცით, მაგრამ ამდენ ხნით?.. მაგრამ ასეთი?.- დაწერა ნატო ჩხეიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი