უკან
კომენტარი
26 ნოემბერი, 2021 14:50
ქვეყნის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია.
„სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს ყველაზე კრიტიკული სასურსათო მარაგების. ამ შემთხვევაში საუბარია ძირითადად ხორბალზე. ჩვენ მუდმივად გვაქვს ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგი. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია რომელიც „ფაოს“ მიერ არის შემუშავებული. მაგალითისთვის, წინა თვეშიც შემოვიდა 30 000 ტონაზე მეტი ხორბალი, ასე რომ, ქვეყანაში სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა დავითაშვილმა.