უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2018 14:10
font-size

რა რეფორმები უნდა გატარდეს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოებში

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მოსახლეობაში დაგროვილმა უკმაყოფილებამ ძირეული რეფომრების გატარების საჭიროება დააყენა.

ორგანიზაციის შეფასებით, ბოლოდროინდელმა რეფორმებმა ვერ უზრუნველყო დეპოლიტიზირებული, ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბება, რამაც გამოიწვია უნდობლობა აღნიშნული სტრუქტურების მიმართ.

EMC-მ განმარტა, რა რეფორმების გატარებაა საჭირო შსს-ში, პროკურატურაში, საგამოძიებო სისტემასა და უსაფრთხოების სექტორში.

„მედიანიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ რას ვგულისხმობთ სამართალდამცავი ორგანოების სისტემურ რეფორმაში?

მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მიმართ დაგროვილი უკმაყოფილების, სამართლიანი პროტესტისა და უნდობლობის ფონზე, ნათელია, რომ საჭიროა ძირეული და სისტემური რეფორმების გატარება. ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში გამართული არაერთი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც, სწორედ სისტემური ცვლილებები და სამართალდამცავ ორგანოებში დაგროვილი პრობლემების ძირეული აღმოფხვრა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და უსაფრთხოების სექტორში, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები ვერ გახდა რეალურად დეპოლიტიზირებული, ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი. საზოგადოებაში კვლავ რჩება განცდა, რომ მაღალია სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის მოხდენის რისკები, პრობლემად რჩება ძალის გადამეტების ფაქტები, არაობიექტური გამოძიება, დაუსჯელობა და ძალოვანი უწყებების დაბალი ანგარიშვალდებულება.

EMC მოკლედ აღწერს, რა ძირეული ცვლილებებია გასატარებელი სამართალდამცავ ორგანოებში და რას ვგულისხმობთ სისტემურ რეფორმებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა

დაუსჯელობის პრობლემის დაძლევის, რეპრესიული საპოლიციო მექანიზმების ჩანაცვლებისა და საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია:

პოლიციის დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;

პოლიციის პროფესიული ხელმძღვანელობის გაძლიერება. მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, როლის შემცირება საკადრო საკითხებსა და საპოლიციო ღონისძიებებში;

გენერალური ინსპექციის ანგარიშვალდებულების და დამოუკიდებლობის გაზრდა. სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა გენერალური ინსპექციის საქმიანობაში;

კრიმინალური პოლიციის, როგორც ყველაზე დიდი საგამოძიებო დანაყოფის რეფომირება. გამომძიებლებისა და ოპერატიული თანამშრომლების ფუნქციების გამიჯვნა და საგამოძიებო დანაყოფის ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება;

გამომძიებელთა კვალიფიკაციის და სენსიტიურობის ამაღლება;

მოძველებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის გაუქმება. ცალკეული ღონისძიებების გადატანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ამ გზით, სასამართლო და საპროკურორო კონტროლის შემოტანა;

მოქალაქესთან კონტაქტის, მათ შორის, ჩხრეკის თითოეული შემთხვევის უწყვეტად დაფიქსირება სამხრე ვიდეო-კამერით;

ძალის გადამეტების პრობლემის აღიარება და პრევენციის მიზნით, შიდა ინსტრუქციის და პოლიტიკის შემუშავება;

პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ყველაზე პრობლემური მექანიზმის - საპოლიციო რეიდის რეფორმა;

პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის რეფორმა

პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების, ინდივიდუალური პროკურორების დამოუკიდებლობის გაზრდისა და საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის, მნიშვნელოვანია:

კონსტიტუციური ცვლილებების გათვალისწინებით, შეიცვალოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის წესი. მთავარი პროკურორის კანდიდატურები უნდა შეირჩეს ღია კონკურსის წესით, საპროკურორო საბჭოს კვალიფიციური უმრავლესობით, იუსტიციის მინისტრისა და სამთავრობო კაბინეტის მონაწილეობის გარეშე;

საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა და პარლამენტმა, პოლიტიკური კონსენსუსის გზით, საბჭოში უნდა აირჩიოს დამოუკიდებელი ექსპერტები;

საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ პროკურორები. საბჭოს დაკომპლექტებაში დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და რეგიონული წარმომადგენლობა პროკურორებს შორის;

შემცირდეს მთავარი პროკურორის ერთპიროვნული უფლებამოსლიებები საკადრო საკითხებსა და პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინირებაზე.

აღნიშნული ფუნქციები უნდა გადანაწილდეს კოლეგიურ ორგანოზე - საპროკურორო საბჭოზე;

კანონით გაიწეროს პროკურატურის საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ეფექტიანი ფორმები;

ფუნდამენტურად შეიცვალოს საგამოძიებო სისტემა:

პროკურატურა უნდა იყოს მხოლოდ დევნის განმახორციელებელი ორგანო;

პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს გამოძიების ან გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტები;

მნიშვნელოვანია შეიზღუდოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილება და მას დაუსაბუთებლად არ შეეძლოს საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის ცვლილება;

გაიზარდოს პროკურორთა კვალიფიკაცია და სენსიტიურობა;

გასაჯაროვდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მარეგულირებელი დოკუმენტები;

უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის რეფორმამ უნდა უპასუხოს ჭარბი კომპეტენციის, ფართომასშტაბიანი კონტროლის და უკიდურესი დახურულობის პრობლემას. რეფორმამ უნდა შექმნას სუს-ის რეალური ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ამ მიზნით, საჭიროა:

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის რეფორმა;

უსაფრთხოების სამსახურის ჭარბი კომპეტენციის შეზღუდვა. სუს-ს უნდა ჩამოერთვას დანაშაულის გამოძიების (მათ შორის, კორფუციული დანაშაულების გამოძიების), პირთა დაკავების და მის ბუნებასთან შეუთავსებელი სხვა სამართალდაცვითი ფუნქციები;

გაუქმდეს ფარული მოსმენა-მიყურადების არსებული მოდელი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს პირად კომუნიკაციებზე წვდომის შეუზღუდავ შესაძლებლობას ანიჭებს. დაწესდეს სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის გონივრული რეჟიმი;

შეიქმნას სუს-ის კონტროლის რეალური საპარლამენტო მექანიზმი;

სუს-ის საქმიანობაზე გაიზარდოს სასამართლო კონტროლი და კონტრაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, პირად ცხოვრებაში ჩარევა მხოლოდ სასამართლოს ნებართვით განხორციელდეს.

სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები

ცალკეულ დაწესებულებებში ინსტიტუციური რეფორმების გატარების პარალელურად, საჭიროა:

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებისთვის რეალურად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა;

ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროს მოძველებული და არაკონსტიტუციური კანონმდებლობის ცვლილება;

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება და ზრუნვაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

გამოძიების პროცესში მხარეთა რეალური შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა“, - წერია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი