უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 დეკემბერი, 2019 16:40
font-size

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„რუსეთთან პარალელური ურთიერთობები, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გეგმავს და ახორციელებს, სტრატეგიულ ჩარჩოში რომელიც ჯდება და რომელსაც ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ, არ არის კარგი ქვეყნისთვის. რეალიზაცია გარკვეული ამოცანების ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა ასპექტთან. საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული მიმართულებები თავად რუსეთთან მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც ეკონომიკას ეხება, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„სამწუხაროა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის თემით სპეკულაციის კიდევ ახალი ასპარეზი გაჩნდა. ყველამ ერთად ვიმუშავოთ და ამაზე შეჯიბრს ნუ დავიწყებთ. არ მგონია, რომ რუსეთს მისი გათავისუფლების სურვილი ჰქონდა და ამ სურვილის გაღვიძება არის დღეს ჩვენი ამოცანა ასეთი პიროვნული ურთიერთობით. პრობლემა გაცილებით ღრმაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.

ბურჯანაძემ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი