უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2020 12:05
font-size

რას აგვინაზღაურებს ავტომინის ნაკრები

თიბისი დაზღვევამ ავტომფლობელებისთვის სრულიად ახალი ტიპის სადაზღვევო ნაკრები შექმნა. ნაკრები სახელწოდებით ავტომინი მინიმალური დანახარჯით, თვეში 10 ლარიდან, დაგაზღვევთ სხვისი ბრალეულობის გამო მომხდარი ავარიისგან.

თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ ნაკრები ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეადგინოთ და მასში მოაქციოთ მხოლოდ ის რისკები, რისგან თავის დაზღვევაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, ავარიის გარდა, კიდევ რა კონკრეტული რისკების დაზღვევა გსურთ, საკუთარი საჭიროებები განსაზღვროთ და ავტომინის ნაკრები მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ.

რას მოიცავს ავტომინის ნაკრები

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გამოცდილი და ფრთხილი მძღოლი ხართ, შესაბამისად, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მიზეზით ავარია არასოდეს მოგივათ, თუმცა გსურთ სხვისი მიზეზით გამოწვეული ავარია სრულად აგინაზღაურდეთ,მაშინ ეს დაზღვევა ნამდვილად თქვენთვისაა.

ავტომინი ითვალისწინებს მესამე პირის მიერ ავარიის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. თუ პაკეტით მხოლოდ ამ რისკს დააზღვევთ, მაშინ მისი ღირებულება თვეში 10 ლარი იქნება. ამ შემთხვევაში თქვენ ანაზღაურების 5 000 ლარიანი ლიმიტი გექნებათ. ანაზღაურების 10 000 ლარიანი ლიმიტის არჩევის შემთხვევაში კი თვეში 15 ლარის გადახდა მოგიწევთ.

სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავარიის დაზღვევა მხოლოდ ბაზისია, პაკეტი შეგიძლიათ სურვილისამებრ განავრცოთ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი ასევე დაცული იყოს ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმისა და ქურდობისგან, მაშინ პაკეტის ღირებულებას 5 ლარი დაემატება.

თუ საქარე მინის დაზღვევას დაამატებთ, ამისათვის გადასახადი თვეში 5 ლარით გაგეზრდებათ.

სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეუული ზიანის დაზღვევაც თვეში 5 ლარი ღირს. ამ კონკრეტულ რისკებს დამატებით სურვილისამებრ აარჩევთ - ყველას ერთად ან ცალ-ცალკე.

გარდა ამისა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ავტომინის ნაკრებით თქვენი ავტოპასუხისმგებლობაც დააზღვიოთ. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი მიზეზით მომხდარი ავარიის შემთხვევაში, მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს. ამისათვის უნდა მიუთითოთ ანაზღაურების სასურველი ლიმიტი - 5 000₾ ან 10 000₾, პაკეტის ღირებულებაც შესაბამისად თვეში 5 ლარი ან 10 ლარი იქნება.

რაც მთავარია, მინი ნაკრები ყველა სხვა ავტოსადაზღვევო ნაკრებისგან ერთი დიდი უპირატესობით გამოირჩევა - ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა. ეს გულისხმობს, რომ პოლისით არ არის დადგენილი მინიმალური თანხა, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

რატომ ავირჩიოთ ავტომინი

ავტომინის ნაკრები რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზითაა გამორჩეული -

-მანქანას აზღვევთ მინიმალურ თანხად;

-აზღვევთ მხოლოდ იმას, რაც თქვენ გჭირდებთათ;

-დაზღვევა მოქმედებს ავტომობილის ყველა იმ მძღოლზე, რომელიც წინასწარ იქნება უფლებამოსილ მძღოლად მითითებული;

-ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა - აქ ყველაფერი ანაზღაურდება!

ხშირად ავტომობილის დაზღვევისგან თავს სწორედ პაკეტის ღირებულების გამო იკავებენ. თიბისი დაზღვევა კი ავტომინის ნაკრებით ავტოდაზღვევას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

როგორ შევიძინოთ ავტომინის ნაკრები

თუ თქვენ 21 წლის ან მეტის ხართ და გაქვთ მართვის მოწმობა, მაშინ თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე ავტომინის პაკეტის შეძენას დამოუკიდებლად შეძლებთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ თანმიმდევრულად მიჰყვეთ კითხვარს და შეავსოთ მონაცემები - ავტომობილის ტიპის, გამოშვების წლის, სასურველი ლიმიტის, დამატებითი რისკების და ავტოპასუხისმგებლობის შესახებ. დაზღვევის შესაძენად ასევე საჭიროა ავტომობილის სურათების წარდგენა, თუმცა ამისთვის ოფისში მისვლა საჭირო არაა. თქვენ შეგიძლიათ ფოტოები ბი ბოტის მეშვეობით გაგზავნოთ და დაზღვევა რამდნიმე წუთში შეიძინოთ. თქვენი პოლისი, ონლაინ შეძენის შემდეგ, 24 საათში გააქტიურდება.

თიბისი დაზღვევა ავტომფლობელებს რამდენიმე სხვადასხვა სახის ნაკრებს სთავაზობს. ავტომინის გარდა თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ და შეიძინოთ ავტომობილის სრული დაზღვევა, მხოლოდ ავარიის დაზღვევა და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა. თიბისი დაზღვევის არჩევით თქვენი ავტომობილი ყველანაირი რისკისგან საიმედოდ იქნება დაცული.

NS

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი