კომენტარი
რატომ არ დადო საქსტატმა აგვისტოში დასაქმების კვარტალური მონაცემი?! - ზურაბ ჭიაბერაშვილი
„თქვენივე განცხადებები უფასურდება ლარის კურსთან ერთად, იმავე წამს, როგორც კი თქვენ ამ ტრიბუნასთან დგებით“,- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.
ჭიაბერაშვილის თქმით, „2016 წლის 28 სექეტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ლარის კურსი იყო 2,33 თქვენ თქვით, რომ „მე დარწმუნებული ვარ, რომ ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, მათ შორის არჩევნების შემდეგაც“.
„შარშან, ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში, როდესაც თქვენ აქ წარმოადგენდით ბიუჯეტს, გვქონდა ანალოგიური მდგომარეობა, რაც დღეს. ანუ, თქვენივე განცხადებები უფასურდება ლარის კურსთან ერთად, იმავე წამს, როგორც კი თქვენ ამ ტრიბუნასთან დგებით და მოგვიწოდებთ მხარი დავუჭიროთ ბიუჯეტს. თქვენ უნდა გვითხრათ, როდესაც ამ განცხადებებს აკეთებთ, იტყუებით თუ არ გაქვთ შესაძლებლობა პროფესიონალური ანალიზი გააკეთოთ იმ მდგომარობის რაც ქვეყანაშია.
რატომ აუკრძალეთ საქსტატს დასაქმების კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნება? რატომ არ დადო აგვისტოში საქსტატმა კვარტალური მონაცემი? ასევე, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე. 2017 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ბუნებრივი მატება არ გვაქვს ქვეყანაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შემცირებულია და მიაწერთ თუ არა ამ ყველაფერს სწორედ სიღარიბეს და თქვენ არასწორ პოლიტიკას”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

