უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
არქივი
პოლიტიკა


რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ პრემია-დანამატები ან ხელფასის ნაწილში აისახოს, ან იყოს დასაბუთებული მათი გაცემის მიზეზი - ლაშა თორდია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, პარლამენტისადმი წარსადგენ 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია იმ დარღვევებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალური ხელისუფლების სამინისტროების შემოწმების დროს დაფიქსირდა.
თორდიას თქმით, დოკუმენტში საუბარია სისხლის სამართლის ნიშნების მქონე ფაქტებზეც.
„იმ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, რომელიც რეკომენდაციების გათვალისწინებას გულისხმობს. ყველა ამ საკითხზე ინფორმაცია პარლამენტს მივაწოდეთ. მათ შორის, შესყიდვებთან, ქონების მართვის საკითხებთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. არის საკითხები, როცა შემდგარი ფაქტია, რომ სისხლის სამართლებრივი ნიშნებია და ამ დროს, დასკვნებს სამართალდამცავ უწყებებში ვაგზავნით“, - განუცხადა ჟურნალისტებს თორდიამ.
თორდიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოში 27 ფაქტია გადაგზავნილი. გენერალური აუდიტორის თქმით, სისხლის სამართლებრივი ნიშნები დაფიქსირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ნაწილში, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეპროგრამაში განხორციელებულ შესყიდვაზე.
გენერალური აუდიტორის განცხადებით, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული, რის გამო გაეცემა პრემია-დანამატები საჯარო მოხელეებს.
„აუდიტის სამსახური საჯარო მოხელეებისთვის ბონუსის სისტემის არსებობას არ ეწინააღმდეგება, ჩვენ პრინციპს ვეწინააღმდეგებით. 2014 წელს, საქართველოს მთავრობამ დადგენილება მიიღო და პრემიიის გაცემის ზღვრები დააწესა. იმ დროს, როცა პრემიის მუხლმა დაიკლო, დანამატმა მოიმატა, რაც ბონუსური სისტემის ნაწილია, თუმცა დანამატის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ზეგანაკვეთური შრომის შედეგად. ვხედავთ, რომ წინასწარ, ერთი წლით ადრე, უწყების ხელმძღვანელები თანამშრომლებს დანამატს უნიშნავენ, ეს არასწორ პრაქტიკად მიგვაჩნია. რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ის თანხები ან ხელფასის ნაწილში აისახოს, ან დასაბუთება მოხდეს, თუ რის გამო გაიცემა და რა ზეგანაკვეთური შრომის გამო, რადგან ვხედავთ, რომ არ შეიძლება, უწყების ხელმძღვანელმა წინასწარ განსაზღვროს, ვინ უფრო მეტს იმუშავებს და ვინ უფრო ნაკლებს. თუ ადამიანი ასეთი დატვირთვით მუშაობს, ის მის რეალურ ხელფასს წარმოადგენს“, - თქვა თორდიამ.
ლაშა თორდია 2016 წლის ანგარიშს წარადგენს დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი
10 ოქტომბერი, 2025 , 14:49
„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:38
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21