უკან
საზოგადოება
7 აპრილი, 2018 15:25
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ულოცავს.
„7 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ“, – წერია განცხადებაში.