უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2024 16:51
font-size

რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა გადადგეს - “მაისის სტუდენტური მოძრაობა“

“მაისის სტუდენტურმა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ეზო სამართალდამცველების შეკრების ადგილი გახდა, რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა გადადგეს.

ისინი ამბობენ, რომ პირველი კორპუსის ეზო იქცა “ძალოვნების თავშესაფრად“ და ეს ყველაფერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.

„დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად!

მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა.

ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.

ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს.

უნივერსიტეტის კარი ღიაა, როგორც ხალხის მძარცველი კომპანიებისთვის, ბანკებისთვის (უნივერსიტეტის შენობაც შეიძლება მათ რეკლამის ადგილად იქცეს), ასევე პოლიციური რეჟიმისთვის, პოლიციელებისთვის, რობოკოპებისთვის, თუნდაც ეს მისი სტუდენტების დარბევას და დაშინებას გულისხმობდეს.

ჯაბა სამუშია ბიზნეს და პოლიტიკური კლასის მსახურია, რომელიც ბეჯითი ხელის ბიჭის ერთგულებით შეასრულებს ყველა დავალებას.

Მისი მოქმედებები აზიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციას და ივიწყებს უნივერიტეტისა და აკადემიური საზოგადოების ღირსებას.

დღეს საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია და რექტორატი არ წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან რეტროგრადი ბიუროკრატები ვერასდროს გამოხატავენ ჩვენ პოზიციას.

ამიტომაც სტუდენტებიცა და პროფესორებიც, უნივერსიტეტის ღირსეული პერსონალი თანხლებით, უნდა გავემიჯნოთ და დავუპირისპირდეთ პოლიციურ ძალმომრეობას უნივერსიტეტსა და ქვეყანში.

დღეს დილით განვითარებული მოვლენების გარდა ჩვენ კარგად გვახსოვს, რაც აქამდე მომხდარა სამუშიასა და არსებული ადმინისტრაციის პირობებში;

2024 წლის იანვარში, როცა “მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ” უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა გამოსახლების პოლიტიკის შეჩერებისა და ჩვენი თანამებრძოლებით გათავისუფლების მოტივით, ისინი აკადემიის კედლებში პოლიციის შემოყვანითა და "კანონის წინაშე პასუხისგებით" გვემუქრებოდნენ.

გვახსოვს მარტის აქციების დროს ბაგების საერთო საცხოვრებელში შესული პოლიცია, რომელიც რეიდებს ატარებდა აქციებში ჩართული სტუდენტების დასაშინებლად.

მაგრამ გვახსოვს 2022 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტის დროს შენობაში შემოსული პოლიციელებიც, რომლებსაც მალევე უკან გაბრუნება მოუწიათ სტუდენტების მხრიდან შეგებებული მკაცრი პასუხის გამო.

Ჩვენ გვაქვს გამოცდილებები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება ხალხისა და აკადემიური საზოგადოების მკაფიო პოზიციების გარეშე.

დამრბევებს, რეიდების და სადამსჯელო მისიების მომწყობებს უნივერსიტეტსა და ჩვენს სახელმწიფოში არაფერი ესაქმებათ! ასევე უნივერსიტეტში არ არის ადგილი ქვეყნის მძარცველი კომპანიებისთვის და მისი მსახური ბიუროკრატებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორებად გვევლინებიან!

დღევანდელი შემთხვევა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადადგეს!“ - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია

მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

20 ნოემბერი, 2024 , 09:41

მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მათ დროებით დაშლისკენ

სამართალდამცავებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

19 ნოემბერი, 2024 , 08:33

სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და დასაუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ტერიტორი

თბილისის მერია თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვალა - თბილისის მერია

18 ნოემბერი, 2024 , 13:05

თბილისის მერია სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემ