უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2024 08:33
font-size

საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.

ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ:

„პოლიციამ ახლა შეცვალა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილის გამზირს გვაკეტინებენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არისო. მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის. უბრალოდ, ჩვენ დავიღლებით და ამით არაფერი შეიცვლება, ამიტომ ჩვენ რაც გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ, დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რას გავაკეთებთ. სავარაუდოდ, ალბათ უფრო ხვალ მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და მათ მწყობრიდან გამოიყვანს. ჩვენი აზრით, ამის გაგრძელებას ახლა აქ აზრი არ აქვს, ამიტომ წავედით, დავისვენეთ, ძალები მოვიკრიბეთ და გავაგრძელებთ მერე ყველა ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დემოკრატიული არჩევნების გარეშე ჩვენი გზა ევროპაში ჩახერგილია - ნიკა გვარამია

20 ნოემბერი, 2024 , 15:28

ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა მოხდეს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. "ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს არა იმიტომ, რომ ვი

სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია და ჩვენგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება - თეონა აქუბარდია

20 ნოემბერი, 2024 , 14:51

არიან პარტიები თუ კოალიციები, რომლებიც 10-ჯერ აპირებენ განცხადების დაწერას და ჩვენ არ მივყვებით მათ გზას, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი და ტაქტიკა. სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის&r

საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში - საია

20 ნოემბერი, 2024 , 14:19

საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია განმარტავ

ცესკო პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

20 ნოემბერი, 2024 , 14:07

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით &bdqu

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს: საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს

20 ნოემბერი, 2024 , 12:41

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა გზავნი

საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

20 ნოემბერი, 2024 , 12:25

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ახალგაზრდები მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და რომ ისინი ახალგაზრდების გვერდით