უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 თებერვალი, 2017 13:41
font-size

რესპუბლიკური პარტია მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გადახედვას ითხოვს

რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვას ითხოვს.

პარტიის ლიდერები: ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ხელისუფლების, მათ შორის, შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმის პირობებში, ეკლესია იღებდა მატერიალურ ხელშეწყობას, რამაც სააკაშვილის დროს მიიღო უფრო მრავალფეროვანი ფორმა, დღეს კი ეს პრაქტიკა კიდევ უფრო რადიკალური ფორმების გახდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან, კომპენსაციის სახით, რამდენიმე მილიონ ლარს ყოველწიურად იღებს, დაფინანსების რაოდენობისა და არამიზნობრიობის გამო უხეშად ირღვევა.

„ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო. არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების დღეს არსებული პოლიტიკა. თუ ვლაპარაკობთ კომპენსაციაზე, რაც განსაზღვრულია კონკორდატით, ვისაუბროთ კომპენსაციაზე და ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაიამ კი აღნიშნა, რომ ეკლესიისთვის ქონების გადაცემა დედაქალაქსა და რეგიონებში ყოველგვარი პროცედურებისა და კვლევის გარეშე ინტენსიურად მიმდინარეობს.

„გარდა პირდაპირ საპატრიარქოსთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემისა, საპატრიარქოს 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით არსებულ შპს-ებს, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ- იურიდიულ პირებსაც გადასცემენ სახელმწიფო ქონებას და ამ ქონების აღრიცხვას აღარავინ არ ახდენს“,-აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მონიკა დავლიანიძე

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი