უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ოქტომბერი, 2019 10:40
font-size

როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო? - ცოტნე გამსახურდია

ირაკლი ღარიბაშვილისთვის საქართველოსთვის მებრძოლი ყარყარაშვილია, საქართველოს აღმშენებელი კი ედუარდ შევარდნაძე, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია.

„გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა“ - ეს განცხადება მინისტრმა ღარიბაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გააკეთა.

როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო? ალბათ 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც სამაჩაბლოში პოზიციები მიატოვა და რუსთაველზე წამოვიდა ქართველებისთვის ტყვიის სასროლად? თუ მაშინ, როდესაც მისი ბანდა კოლხურ კოშკში დაგვესხა თავს, რათა ზვიად გამსახურდიას ცოლ-შვილი მძევლად აეყვანა? იქნებ მაშინ, როდესაც ამბობდა, მზად ვარ შევაკლა 100 ათასი ქართველი, რათა 90 ათასი აფხაზი გავწყვიტოო? ჰო, აი, ასე: საბჭოთა არმიის ლეიტენანტი და თბილისის ომში გაგენერლებული 25 წლის ყარყარაშვილი წყვეტდა ასიათასთა ბედს...

შეიძლება მაშინ იყო ყარყარაშვილი სამშობლოს სიმბოლო და რაინდი, როდესაც აფხაზეთში რუსებთან ბრძოლის შემდეგ რუსულ გენშტაბში წავიდა სასწავლებლად? აღარაფერს ვამბობ იმ ძარცვასა და კორუფციაზე, რომელშიც მან თავი გამოიჩინა...

მაგრამ ამ ყველაფრის გაგებას განა შეძლებს ბიძინას მექრთამე ლაქია, რომელმაც მილიონები მოიპარა და კარიდან წიხლით გააგდეს, მაგრამ ფანჯრიდან ისევ შემოძვრა? ამათთვის, საქართველოსთვის მებრძოლი ყარყარაშვილია, საქართველოს აღმშენებელი - ედუარდ შევარდნაძე, კანონის დამცველი - თამაზ თამაზაშვილი, ხოლო ბიძინე - თლათ ილია ჭავჭავაძეა...

ასე რომ, ერო, ამათგან არაფერია გასაკვირი. სწორედ ის პრიორიტეტები აქვთ, როგორიც უნდა ჰქონდეთ. ერთი ჰკითხეთ ვინმემ „თავდაცვისმინისტრს, წამით თუ დაინტერესებულა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რა ხდება, ხაშურის რაიონს რომ გვაჭრიან რუსები?“ - წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა გაბრიელ წულაია წერს. „ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩა

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

22 ოქტომბერი, 2025 , 11:15

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლა

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ