არქივი
კომენტარი
რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა დარბაზიდან - სოზარ სუბარი
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.
“ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი, თუმცა როცა გყავს „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზში, კონსენსუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, ჩემი აზრით, შეუძლებელია. რომ ვთქვათ, რომ ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავა დარბაზიდან - თქვენ არ უნდა დაიბრუნოთო. ამ შემთხვევაში კონსენსუსი მიღწევა არის შეუძლებელი. ინაშვილის პარტიისაც რომ გითხრათ, რომ ძალიან ღრმად მესმის, მოვიტყუები“, - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისია იყო ისეთი მრავალმხრივი, როგორიც არასდროს ყოფილა და უმრავლეს საკითხებში იყო კონსენსუსი, გარდა, რამდენიმე გამონაკლისისა.
„მაგალითად, როდესაც საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მთლიანად პროპორციულზე, ცხადია, აქ კონსენსუსი ვერ შედგება. ან კიდევ, როდესაც გარკვეული პარტიები ამბობენ, რომ მიწა უნდა მივყიდოთ ყველას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მოისურვებენ და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს არამოქალაქეს საქართველოს მიწა არ უნდა მიეყიდოს, აქაც კონსენსუსი ვერ შედგება. ამიტომ არის რაღაც საკითხები, რაზეც თავიდანვე უნდა შევეგუოთ, რომ კონსენსუსი შეუძლებელია“, - განაცხადა სუბარმა.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

