უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2018 15:10
font-size

როცა შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციის შესახებ, ვერავინ ვერ შეზღუდავს უწყების მოქმედების არეალს - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქტივისტებთან შეხვედრა შეაჯამა. მინისტრის თქმით, ის დაპირდა პარლამენტთან გამართული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს, რომ გამოიძიებენ შაბათს გამთენიისას კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტებს.

გახარიამ დაამატა, რომ ამ დროისთვის მსგავსი განცხადებით სახალხო დამცველის ოფისისთვის არავის არ მიუმართავს.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ყველა ჩვენგანის ერთობლივი პრობლემა. და მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების არეალს. წერტილი. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ესაა ის პლატფორმა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთახნმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

ამის შემდგომ, როგორც მე გუშინ აღვნიშნე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებასთან [სპეცოპერაცია კლუბებში] დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით არცერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არაა. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევები, კონკრეტული, ამაზე ვისაუბროთ“, -უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება სამუშაო ფორმატს, გახარიამ განაცხადა, რომ ჩამოყალიბდება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, ხოლო მეორე ჯგუფი იმსჯელებს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

„ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ არსებული კითხვის ნიშნები. მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებაზე, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციასა და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს“, - თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო რუსთაველის გამზირზე 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.

გუშინ აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.

14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი