პოლიტიკა
რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკის მცდელობა ჩავარდა - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის შესაძლო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკა ჩავარდა.
„არა სირიის, არამედ ასადის რეჟიმის მხრიდან მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება – ასადის კრიმინალური რეჟიმის მიერ, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკის მცდელობა ჩავარდა. რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკა ამის პარალელურად ძალიან მყარია და საქართველოს ხელისუფლება, ქართული დიპლომატია ამ მიმართულებით მუშაობს ახლაც და გააგრძელებს მომავალშიც აქტიურ ძალისხმევას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, პარადოქსულია, რომ საერთოდ განიხილება ასადის ჩასვლა ოკუპირებულ ცხინვალში.
„ალბათ, მაინც პარადოქსულია, რომ საერთოდ განიხილება საქართველოს დე-იურე ტერიტორიაზე ასადის ვიზიტი იმ პირობებში, როცა ცივილიზებულ სამყაროსა და ევროკავშირს, მათ შორის, ახლახან გახანგრძლივებული აქვს სანქციები უშუალოდ ასადისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. ზუსტად ვიცი, რომ ეს არ ქმნის კმაყოფილების საფუძველს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ბაშარ ასადი ცხინვალში ჩავა.
საკვანძო სიტყვები:
რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 17:34
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
13 თებერვალი, 2026 , 17:17
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა
13 თებერვალი, 2026 , 16:56
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
13 თებერვალი, 2026 , 13:36
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 12:23
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13 თებერვალი, 2026 , 11:52


