კომენტარი
რუსეთის საგარეო უწყება რომის სტატუტიდან რუსეთის გასვლის საკითხს განმარტავს
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, ქვეყანა ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტიდან გავიდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ რუსეთი ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალების შექმნის სათავესთან იდგა და მომხრეა მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანების გასამართლების.
თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების აზრით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვერ გაამართლა იმედები და ვერ გახდა დამოუკიდებელი ავტორიტეტული ორგანო, რაზეც გაეროს გენერალურ ასამბლეასა და უშოშროების საბჭოზეც არაერთგზის ითქვა.
„ბოლო 14 წლის განმავლობაში მათ მხოლოდ ოთხი განაჩენი გამოიტანეს, არადა მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული. სწორედ ამიტომ მოუწყო სასამართლოს დემარში აფრიკული ქვეყნების კავშირმა. სხვა ქვეყნებში კი ამგვარი პროცედურები უკვე მიმდინარეობს. შეუძლებელია მოსკოვს არ აღელვებდეს საერთაშორისო სასმართლოს მიდგომა 2008 წლის მოვლენებისადმი. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა მშვიდობიან ცხინვალს, მოკლა რუსი სამხედროები, ჰააგის სასამართლო კი ოს ამბოხებულებსა და რუს სამხედროებს ადანაშაულებს. მათ ქართველ მაღალჩინოსანთა მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანებების გამოძიება ქართულ მართლმსაჯულებას დაავალეს. ასეთ პირობებში ყოველგვარ ნდობაზე საუბარი ზედმეტია“,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


