უახლესი ამბები
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


რუსეთის სათათბიროს წევრებთან საუბრის მთავარი თემა იყო სოხუმი, ცხინვალი და საზღვრები - ,,საქართველოს პატრიოტები’’
რუსეთის სათათბიროს წევრებთან საუბრის მთავარი თემა იყო სოხუმი, ცხინვალი და საზღვრები - ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი არის სწორედ სოხუმი, სწორედ ცხინვალი და სწორედ საზღვრები, - განაცხადეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა მოსკოვში რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრაზე საუბრისას.
ქართველმა დეპუტატებმა რუს კოლეგებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს. ,,საქართველოს პატრიოტების’’ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვდნენ დსთ-სა და ევრაზიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს, დეპუტატებს: არტიომ კავინოვს, ყაზბეკ ტაისაევი, უმახან უმახანოს და ასევე, სახელმწიფო დუმის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებს.
“ჩვენ ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ ყოველთვის, რამდენჯერაც შევხვდებით, ყოველთვის ვისაუბრებთ სწორედ სოხუმზე, სწორედ ცხინვალზე და სწორედ საზღვრებზე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შეგვიძლია. თქვენ იცით, რომ ქართველები ვერ ჩადიან სოხუმსა და ცხინვალში. ცხადია, ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა, გამოდევნილმა მოსახლეობამ ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მონახულება შეძლონ. ამ საკითხში სრულ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. გადავწყვიტეთ, დავიწყოთ მუშაობა და ხელშეწყობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების ჩასვლა საფლავების მოსანახულებად, ასევე გალის რაიონის სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების ჩატანა“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ.
მისივე თქმით, პირველად, 25 წლის განმავლობაში ორივე მხარემ ღიად თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება პირდაპირი საუბარი სოხუმთან და ცხინვალთან, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.
მარშანიას ინფორმაციითვე, საუბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ნატო-ს საკითხი იყო. დეპუტატის თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო შეიძლება მას თავს დაესხას და რუსეთზე თავდასხმისთვის შავი ზღვა და საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს.
“ჩვენ ამაზე ვუპასუხეთ, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-სთან, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ნატო-ს ოპერაციებში - ავღანეთში, ერაყსა და სხვა წერტილებში. ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ თანამშრომლობის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიიდან არც ნატო და არც არავინ სხვა რუსეთს ან რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს თავს არ დაესხმება. ჩვენ ვთქვით, რომ ვერასდროს ვერავინ ვერ გამოიყენებს საქართველოს ტერიტორიას რუსეთზე ან რომელიმე სახელმწიფოზე თავდასასხმელად. საერთოდ, საქართველო არ არის აგრესორი და არც არასდროს ყოფილა აგრესორი ქვეყანა. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ ახალი ფორმატი - საქართველო-ნატო-რუსეთი და ამ იდეამ სრული მხარდაჭერა მოიპოვა“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართული შეხვედრების სტენოგრამიდან ამონარიდები გადასცეს. მათივე თქმით, ყველა საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია სრულ სტენოგრამას მიიღებს, რათა პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შემდგომ ვიზიტს სექტემბერში გეგმავენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12