კომენტარი
რუსეთისა და ამერიკის საქართველოზე დიალოგში საქართველო უნდა მონაწილეობდეს - ჯონდი ბაღათურია
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, შტატების მთავარი ვექტორი რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და უსაფრთხოება იქნება.
როგორც ბაღათურიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუ რუსეთმა და ამერიკამ შეძლეს თანამშრომლობა, ეფექტურად დასრულდება ის არეულობა, რაც დღეს სირიასა და ერაყში არის.
„თუმცა, რუსეთისთვის ნომერ პირველ საკითხი უკრაინა და საქართველოა. საუბარი იქნება საქართველო-უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაზე. რუსეთისა და ამერიკის საქართველოზე დიალოგში საქართველო უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ იმას, რომ ამ რეგიონის შესახებ დიალოგი ჩვენი თანამონაწილეობის გარეშე არ გაიმართოს“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ შტატების საარჩევნო სისტემამ და მოდელმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ეს მოდელი ვეღარ უზრუნველყოფს პროგრესს და მსოფლიოს უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

