უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
კომენტარი

რუსეთმა საქართველოს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა - ბათუ ქუთელია
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთმა საქართველოს ჰიბრიდული ომი გამოუცხადა.
ქუთელიას თქმით, ამ დროს პირადი კეკლუცობისა და პოლიტიკური ამბიციების დრო არ არის. - ამის შესახებ ქუთელიამ პრეზიდენტის დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ დაესწრება.
„დღეს ჩვენ გვაქვს ღია გამოცხადებული ჰიბრიდული ომი რუსეთის მრიდან. აქ პირადი კეკლუცობის, პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არ არის. შესაბამისად, ყველა ვინც ვალდებული არის, რომ დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა უნდა მიიღოს, და უფრო მეტიც, ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად, შემდგომი მუშაობაც უნდა გაგრძელდეს სწორედ ერთობლივი სამთავრობო კოორდინირებული მოქმედებების ფონზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის კუთხით“,-განმარტა ექსპერტმა.
უშიშიროების საბჭოს სხდომა 17:00-ზე გაიმართება. სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომას ვერ დაესწრება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომაც არის ჩანიშნული, შესაბამისად, კობახიძეს ქუთაისში უწყევს ყოფნა.
უშიშიროების საბჭოს დღევანდელი სხდომაზე ოთხი განსახილველი თემაა: შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; საქართველო-ნატო -საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები, საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი; ასევე, რეფორმები თავდაცვის სამინისტროში; და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
22 ოქტომბერი, 2025 , 11:15
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:54
პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი
17 ოქტომბერი, 2025 , 13:39
ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს
17 ოქტომბერი, 2025 , 13:02