უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2025 14:23
font-size

რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაციის ფარგლებში, გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებიც განახლდება

რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც მოიცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომავალი წლისთვის გადადების მიზეზებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა, ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტად რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გამოვყავით. მაშინაც გვქონდა იგივე დამოკიდებულება, რომ, პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა დედაქალაქისთვის, რადგან იგი ამორტიზებულია და მთელ რიგ ქუჩებსა და გამზირებზე პრობლემას წარმოადგენს. როდესაც რომელიმე ქუჩის რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. იგივე გვქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვაწარმოეთ მთელი რიგი კვლევები და გამოიკვეთა, რომ რუსთაველის გამზირზე არ არსებობს არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. არის ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. ჯერ უნდა განხორციელდეს ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის. ამასთან, პირველი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია, თავისი ფასადებით, რადგან ბევრი მათგანი ავარიულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი