სამართალი


რუსთავი 2-ის იურისტები ტელეკომპანიაზე ყადაღის მოხსნის თხოვნით უზენაეს სასამართლოს მიმართავენ
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტები უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, ყადაღის მოხსნას ითხოვენ, რომლის გამოც მათი შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში არხს მუშაობა რთულ ფინანსურ პირობებში უწევს.
აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სასამართლოში დღეს შეიტანა.
,,სააპელაციო სასამართლომ, როცა შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, უნდა გაეუქმებინა ყადაღაც, რომელიც იყო რუსთავი 2-ზე, ვინაიდან რუსთავი 2 აღარ წარმოადგენდა მოპასუხეს. თავად ქიბარ ხალვაში თავიდან სარჩელში ყადაღის მიზნობრიობას განმარტავდა იმით, რომ კომპანიის ქონება ყოფილიყო დაცული. ამ ყადაღით ძალიან დიდი ზიანი ადგება რუსთავი 2-ის ქონებას, შესაბამისად, ვეღარ ემსახურება ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ მიზნებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,’’ - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
სხდომა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენეს სასამართლოში ორშაბათს გაიმართება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
26 სექტემბერი, 2025 , 12:32
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი
24 სექტემბერი, 2025 , 13:06
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
23 სექტემბერი, 2025 , 18:29
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17