უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 მარტი, 2017 18:30
font-size

„რუსთავი2“-ის საქმეში ის ხალხია ჩართული, ვინც თავის დროზე „იბერიას“ საქმეში იყო ჩართული - ზაზა ოქუაშვილი

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესიის ხდომა გაიმართა. სხდომას უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პირველად დაესწრო ,,ომეგა ჯგუფის’’ და ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, რომელიც უმაღლეს საბჭოში ,,პატრიოტთა ალიანსს’’ წარმოადგენს.

სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ,,რუსთავი 2’’-ის მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს, რასაც დეპუტატ, ნინო ჩხეტიანის პროტესტი მოყვა.

მისი თქმით, უხერხულია ,,რუსთავი 2’’-ის პლაკატი გაშალო მაშინ, როდესაც დარბაზში ზაზა ოქუაშვილია, რადგან 2004 წლის 19 თებერვალს მაშინდელი ხელისუფლება ,,იბერიასა’’ და ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალ კომპანიებში სპეცრაზმით შევიდა და დაარბია.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მხრიდან გარკვეული განცხადებების კეთება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაცვის მიმართულებით, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ დარბაზში მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არის გაუმართლებელი, მიუღებელი და სრულიად არასამართლიანი.

ზაზა ოქუაშვილი არის ის კონკრეტული ისტორიული მეხსიერება, თუ როგორ ექცეოდნენ დამოუკიდებელ, თავისუფალ მედიას’’, - განაცხადა ნინო ჩხეტიანმა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ზაზა ოქუაშვილმა უპასუხა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ზაზა ოქუაშვილმა ყურადღება გაამახვილა და გაიხსენა 2004-2005 წლებში ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული პროცესები.

მისი თქმით, ის ხალხი, ვინც დღეს აქტიურად არის ჩართული ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეში, ეს ადამიანები იყვნენ ჩართული ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეშიც. ოქუაშვილის განცახდებით, ,,იბერიას’’ საქმეში მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული. მათი სახელების და გვარების დაკონკრეტება კი ოქუაშვილმა გამოძიებას მიანდო.

„იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც აქტიურად არის ჩარეული „რუსთავი 2“-ის საქმეში, მაშინაც იყვნენ ჩარეული „იბერიას“ საკითხში. პროკურატურა იძიებს ამ საქმეს კიდევ. ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, მაგრამ ალბათ, ბევრი წელი გავიდა, თანაც უმაღლესი ეშელონი მონაწილეობდა და მათი განკარგულებით ხდებოდა ეს ყველაფერი და გართულდა. ალბათ, ჩვენ მალე ვნახავთ გამოძიების შედეგებს. სასამართლოც მიმდინარეობს. არ მინდა, რომ შევიჭრა ამ თემებში უფრო დეტალურად.

რაც შეეხება ,,რუსთვი 2’’-ს. გართულდა საკითხი. გართულება გამოიწვია სწორედ 2004-2005 წლების პროცესებმა. „იბერია“ არ გაურიგდა მაშინდელ მთავრობას და ამან მოიყვანა ტელევიზია იმ გზამდე, რომ „იბერია“ მოქმედებს და არაფერი ზედმეტი გასარკვევი და გასარჩევი აქ არ არის’’, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ითხოვდა ტელეკომპანია „იბერიაში“ წილებს, ზაზა ოქუაშვილმა ასე უპასუხა:

,,ვერ დავალ კონკრეტულ პირებამდე, ჩემთვის იყო ერთიანი ორგანიზებული, შეთანხმებული ჯგუფი. ეს იყო მთავრობის უმაღლესი ეშელონი, ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს სჩადიოდა და იმ ჯგუფის ასეთმა მოქმედებამ მოიყვანა ,,რუსთავი 2’’ ამ მდგომარეობამდე, რომელიც ყველას გვაწუხებს, მეც მაწუხებს, მაგრამ გაურკვველობამ მოიტანა ეს ყველაფერი. უნდა გაირკვეს’’, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან, ხომ არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს - გიორგი ვაშაძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემი ოჯახის მიმართ მუქარა, ეს ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა - სალომე ზურაბიშვილი

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ამას

სასამართლოს მიერ ლევან მურუსიძის სარჩელის დაკმაყოფილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის - IDFI

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. საუბარია თბილისის საქალაქო სასამარ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`