უკან
საზოგადოება
8 თებერვალი, 2018 14:10
რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა
რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული. 16 სკოლის მე-7 კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. ბავშვებს მუცლის მიდამოებში ტკივილის შეგრძნება აღენიშნებათ.
ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეების შეუძლოდ გახდომა, შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს.
ადგილზე არსებულ ვითარებას ქალაქის მერიც გაეცნო.