უკან
საზოგადოება
11 ივლისი, 2017 11:30
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა
რუსთავში, შარტავას გამზირზე გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოძრავ ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, მძღოლმა - 26 წლამდე ასაკის ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შოთა რუსთაველის ძეგლს შეეჯახა.
მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური იყო, მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნინო ექვთიმიშვილი