უკან

პოლიტიკა

13 ივლისი, 2017 18:00
font-size

რუსულ მხარეს შენგენის ზონის მსგავსი მიმოსვლა შევთავაზეთ - ადა მარშანია

,,პატროტთა ალინსის" წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე რუსეთიდან დაბრუნდნენ.

როგორც ადა მარშანიამ ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, ვიზიტისას რუსულ მხარესთან საუბარის მთავარი თემა ცხინვალსა და სოხუმთან დაკავშირებული საკითხები იყო.

,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ალბათ სექტემბრის თვიდან. იცით თქვენ რომ, აგერ უკვე 25 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილი ჩვენი მოსახლეობა ვერ შედის იქ და საფლავებზე ვერ გადის.

ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის რაც შეიძლება მაქსიმალური და თავისუფალი მიმოსვლა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე’’, - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატის ტქმით, მათ რუსულ მხარეს შესთავაზეს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა.

,,ნატოს საკითხი და საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ - ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან გულახდილად. მოხდა უპრეცედენტო რამ; ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ფორმატი საქართველო-ნატო, რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ ძალიან საინტერესო იდეაა. ანუ არ იყო უარყოფილი ეს იდეა, რთულად მიღებული და აღქმული. მათ ესმით, რომ ეს საკითხი სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სერიოზული შეთავაზება და სერიოზული გარღვევა. მეორე გარღვევა - ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამწუხაროდ, პირდაპირი დიალოგი არ მიმდინარეობს აფხაზებთან და ოსებთან და სისტემატურად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან. ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ძალიან დიდი დრო გავიდა, ამიტომ გასაკვირია, რატომ არ არის აქამდე ჩვენს შორის დამყარებული პირდაპირი დიალოგის ფორმატი. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ რუსული მხარე ამ საკითხში დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.

მან ასევე აღნიშნა რომ რუსულ მხარეს შენგენის ზონის მსგავსი მიმოსვლა შესთავაზეს, რომელიც ვიზის საჭიროებას აღარ მოითხოვს.

,,ჩვენ შევთავაზეთ შენგენის ზონის ანალოგად, რომ თუ ადამიანი წარმოადგენს ავიაბილეთს და სასტუმროს ჯავშანს, მას ავტომატურად მიეცეს ვიზა რუსეთში’’, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა