უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2024 18:05
font-size

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ლარის კურსის გაუფასურება.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება, ევროკავშირზე რუსული კანონით უარის თქმა - უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება. მე მინდა საზოგადოება წინასწარ გავაფრთხილო, რუსული კანონის შედეგის სახეზეა, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით, უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს არაფრად აგდებს ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოს ეკონომიკის 80 პროცენტი ფაქტობრივად დასავლურ ეკონომიკაზე დგას, ამიტომ რუსული კანონი, რომელიც უკვე ფაქტობრივად ამოქმედებულია რეპრესიების სახით, ადამიანების ცემით, დაკავებით, შანტაჟით, მუქარით, დევნით, ადამიანებზე აისახება ფინანსურად და მე მინდა საქართველოს მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლებას პრობლემა ექნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი. უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ მუშაობთ, გაქვთ კონკრეტული ანაზღაურება, ცხოვრობთ კონკრეტულ შემოსავალზე, რუსული კანონის პირობებში, ევროკავშირთან დაპირისპირების პირობებში, დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა ჩვენი ქვეყანა და ცხადია ეს ძალიან მძიმედ აისახება ფასებზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. ამიტომ, გარდა საზოგადოების გაფრთხილებისა, რომელსაც მოვუწოდებ აქტიურობისკენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე რეალობა დადგება მათ შორის ეკონომიკურად საქართველოში, მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს, ნაწილმა გამოიჩინა გმირობა და ღიად არიან რუსული კანონის წინააღმდეგ, მათ მოვუწოდებ, რომ განუმარტონ საზოგადოებას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში ელოდება ქართველ ხალხს რუსული კანონის პირობებში. ასევე, უნდა გესმოდეს, რომ თუ რუსულმა ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები იქნება კიდევ უფრო მძიმე და ამ დროისთვის საქართველოს ეს უკვე დაუჯდა 60 მილიონი დოლარი ლარის კურსის შედარებით შენარჩუნება და ყოველდღე ეს პრობლემა კიდევ უფრო და უფრო გაიზრდება. რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშვიდობიანად ყველამ ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 14:45

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

„ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არანაირი „თუ“ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 14:12

არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვა არის, რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, – ამის შე

ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა - გიორგი ვაშაძე

26 ივლისი, 2024 , 14:04

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა  – რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, – - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის&ld

ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 13:52

საქართველოს ხელისუფლება თუ ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველო იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის ნეგატიური რ

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ -ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 13:37

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვე

საქართველო, კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა - ადამ კინზინგერი

26 ივლისი, 2024 , 12:02

აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და დაიბრუნოს ქვეყანა კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილისგან "ქართული ოცნების"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი