უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ივნისი, 2020 17:42
font-size

რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების განზრახვის - გრიგოლ გეგელია

ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულებას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გრიგოლ გეგელია ეხმაურება.

მისი თქმით, რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების განზრახვის, რომ ისინი ხელს უწყობენ რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესს.

„რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ ჩაშალა მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა. „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ნამდვილი განზრახვა სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობა. საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დაეზარალებინა რუსული ეკონომიკური ინტერესები. სამაგიეროდ, ამას შესწირა თავისი სახელმწიფოს ინტერესები, თავისი ხალხის ინტერესები, განვითარების, მასობრივი დასაქმების, ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაათმაგების პერსპექტივა,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ცივილიზებული მსოფლიო ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, ამის საპასუხოდ კი მმართველი გუნდი რუსეთის ინტერესებს ქართული ინტერესების ხარჯზე ამყარებს.

„მაშინ, როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო, ევროპარლამენტი, კონგრესი, სენატი, მაღალი ჩინის სამხედრო პირები თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ყველაფერი იღონა რუსული პორტის და რუსეთის ინტერესების გასამყარებლად, საუკეთესო ქართული ინტერესების ხარჯზე,“ - განაცხადა გეგელიამ.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური, ანტისახალხო პოლიტიკის გამო, მმართველი გუნდის კაპიტულანტური ხელისუფლება შემოდგომაზე დასრულდება და ანაკლიის პორტი ქართული ოცნების გარეშე აშენდება.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი