უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 აგვისტო, 2025 13:21
font-size

„რვიანის“ გარშემო ატეხილი ხმაური ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია, საკმაოდ ითქვა უკვე ამ საკითხზე, მეტი დრო აღარ დავკარგოთ, სჯობს, ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ - პაატა მანჯგალაძე

„რვიანის“ გარშემო ატეხილი ხმაური უსიამოვნო ფაქტია, ამ საკითხზე ბევრი ითქვა, მეტი დრო აღარ დავკარგოთ, სჯობს, ისევ პროტესტზე გადავერთოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რვიანი“ მხოლოდ არჩევნებში არმონაწილე პარტიების კოორდინაციაა და სხვა საკითხებზე პარტიები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას.

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ „რვიანის“ გარშემო ატეხილ ხმაური ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, ეს არც თავად თამარ ჩერგოლეიშვილს მოეწონა და, როგორც ვიცი, მან ბოდიშიც მოიხადა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, დღეის მდგომარეობით, „რვიანი“ წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებში არმონაწილე პარტიების კოორდინაციას. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებსა და რეპუტაციაზე.

ვფიქრობ, საკმაოდ ითქვა უკვე ამ საკითხზე, მეტი დრო აღარ დავკარგოთ, სჯობს, ისევ პროტესტზე და წინააღმდეგობაზე გადავერთოთ. 13 სექტემბერს უნდა შევუერთდეთ აქციას, დავიცვათ უვიზო, 4 ოქტომბერს ყველანი უნდა გავერთიანდეთ რუსთაველზე და დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, სოციალურ ქსელში გამოყენებული ბავშვების ფოტოების გამო მიიღონ გადაწყვეტილება „ფედერალისტების“ ლიდერთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. საუბარია „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ კომენტარებზე, სადაც ჩერგოლეიშვილი ბავშვების ფოტოებს იყენებს. აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით თავად ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა. ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნა: „გაუგებარია, რას ემსახურება ბოკუჩავას მუქარა, „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო „რვიანიდან“, ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა“.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:38

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. &bdquo

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:21

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური,

გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:18

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:33

როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, - ამ

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება

23 ოქტომბერი, 2025 , 11:23

შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლი