სამართალი


სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირზე პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
სააფთიაქო ნარკომანიის ლობირებასთან დაკავშირებით პასუხისგებაში 20 პირია მიცემული. მათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ლობირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 6 პირზე, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ შორის არის სამედიცინო სფეროს რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე, რომელიც მისი კაბინეტიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. თვალავაძის წინააღმდეგ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაა აღძრული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობისა და ხელშეწყობის ფაქტზე გია თვალავაძესთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციითვე, დაკავებული თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას და იმის მიუხედავად, რომ მას ფსიქოტროპული აბების უკანონო გასაღების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, არ რეაგირებდა.
საკვანძო სიტყვები:
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
26 სექტემბერი, 2025 , 12:32
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი
24 სექტემბერი, 2025 , 13:06
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
23 სექტემბერი, 2025 , 18:29
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17