მსოფლიო
სააკაშვილი ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და არ მოახდინოს სისხლისა და შეტაკებების პროვოცირება - უკრაინის შს მინისტრი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა მოუწოდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, კანონს დაემორჩილოს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ კანონიერი გზით უნდა ხდებოდეს - სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველაფერი, რაც ხდება, გამოსავალს ვერ იპოვის. სააკაშვილი ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურები და უპასუხოს წარდგენილ ბრალდებებს და არ მოახდინოს სისხლისა და შეტაკებების პროვოცირება“, - დაწერა ავაკოვმა.
ოდესის ექს-გუბერატორი დღეს დააკავეს. სპეცრაზმელებმა ის მანქანაში ჩასვეს, თუმცა კიევის ცენტრიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები, რომელშიც დაკავებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი იჯდა და იქიდან გამოიყვანეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება - ემანუელ მაკრონი
19 დეკემბერი, 2025 , 12:15
მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის, ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს - ვოლოდიმირ ზელენსკი
19 დეკემბერი, 2025 , 12:09
ამერიკელებმა უნდა შეწყვიტონ გულისამაჩუყებელი გარიგებების დადება რუსეთსა და ამერიკას შორის -ბორის ჯონსონი
18 დეკემბერი, 2025 , 20:10
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ზღვის თავზე უმართავი დრონი ჩამოაგდეს
16 დეკემბერი, 2025 , 09:41
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა
11 დეკემბერი, 2025 , 16:58
სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას აშშ კიდევ 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს
5 დეკემბერი, 2025 , 12:21


