უკან

მსოფლიო

11 დეკემბერი, 2025 16:58
font-size

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბულგარეთის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით დაგეგმილი იყო კენჭისყრა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე, თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ გვესმის მოქალაქეების ხმები, რომლებიც პროტესტს მართავენ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, რაც არის მთავრობის გადადგომა. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები ითხოვდნენ გადადგომას და ეს სამოქალაქო ენერგია უნდა იქნას მხარდაჭერილი“, – თქვა ჟელიაზკოვმა.

პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა წინა დღით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და 25-მდე სხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბულგარეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ პროექტი უკან გაიწვია. ამის მიუხედავად ბულგარეთის ქალაქების ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.

წყარო

ჩვენ ვაცხადებთ `ჰეზბოლას` სამხედრო საქმიანობის აკრძალვას და მისი როლის მხოლოდ პოლიტიკურ სფეროთი შემოფარგვლას - ლიბანის პრემიერ-მინისტრი

2 მარტი, 2026 , 17:24

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის დაბომბვას "უკანონო" უწოდა. "ჩვენ ვაცხადებთ 'ჰეზბოლას' სამხედრო საქმიანობის აკრძალვას და მისი როლის მხოლოდ პოლიტიკურ სფეროთი შემოფარგვლას," - ნათქვამია სალა

ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის - საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი

2 მარტი, 2026 , 16:39

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა. „არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომურ

კუვეიტში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - კუვეიტის თავდაცვის სამინისტრო

2 მარტი, 2026 , 14:32

კუვეიტში, რომელიც ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა, რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კუვეიტის თავდაცვის სამინის

საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული - დონალდ ტრამპი

2 მარტი, 2026 , 10:09

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში სრული ძალით გრძელდება და არ შეჩერდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი მიღწეული არ იქნება. „ბოლო 46 საათის განმავლობაში

ირანი ადასტურებს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის დაღუპვას

1 მარტი, 2026 , 11:20

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შაბათს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელე

ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა

1 მარტი, 2026 , 08:42

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. მედიამ ირანის ეროვნული&nb

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი