უკან
საზოგადოება
5 დეკემბერი, 2018 15:50
საახალწლოდ, ბაღების თითოეული აღსაზრდელი სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს
საახალწლოდ, ბაღების თითოეული აღსაზრდელი სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე თითოეული ბაღისთვის 1000 ლარია გამოყოფილი.
“წლიური ბიუჯეტის 3% კი ბაღს აქვს თავისუფალი განკარგვისთვის. აქედან გამომდინარე, გვანცელაძის თქმით, მშობლების მიერ თანხის შეკრების აუცილებლობა არ არსებობს და მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა”, – განაცხადა გვენცელაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.