უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
კომენტარი

„საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია“ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ინვესტორი ბობ მეიერი განცხადებას ავრცელებენ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინვესტორი ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „გულდასაწყვეტია“.
კერძოდ, ინვესტორი ბობ მეიერი აღნიშნავს, რომ ტრიბუნალმა მხოლოდ „ვიწრო საკითხი“ განიხილა.
განცხადების ტექსტს „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სამეთვალყურეო საბჭომ გაავრცელეს წინამდებარე განცხადება საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხად. მეიერის სარჩელი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დადებული, „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების (BIT) საფუძველზე.
მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია.
„ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი.
ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში“,- ნათქვამია ბობ მეიერის განცხადებაში.
რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას, მიუხედავად ICSID-ის გადაწყვეტილებისა, ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ, არ იცვლება“.
„მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა.
ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
პრეისტორია: ADC არის კონსორციუმი შემდგარი „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ის (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express-ის, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star-ის (ბულგარეთი), „Conti International“-ის (აშშ) და ბატონი მეიერისგან.
2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღსდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად. 2024 წლის ივლისს, ICC-ის წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, ADC-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა ICSID-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ADC-ის და მეიერის იურიდიული წარმომადგენლები არიან გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ენდი მუდი ლონდონიდან, Baker McKenzie-ის პარტნიორი და ქეთევან ქვარცხავა თბილისიდან, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია“,- ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
22 ოქტომბერი, 2025 , 11:15
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:54
პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი
17 ოქტომბერი, 2025 , 13:39
ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს
17 ოქტომბერი, 2025 , 13:02