უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივნისი, 2017 17:15
font-size

საარჩევნო ადმინისტრაცია პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს

საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს. ცესკოს ხელმძღვანელი პირები და სამუშაო ჯგუფის წევრები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან პროექტის განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობენ, განიხილავენ იმ მოსაზრებებს, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ პროექტის ფარგლებში გამოითქვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ინიციატივა „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს პირველად განხორციელდა. პროექტი 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. პირველ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. მათ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები - „ამომრჩევლის დღე“. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ აწვდიდნენ. საერთო ჯამში 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე 449 შეხვედრა გაიმართა. პროექტი 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის მონაწილეობით განხორციელდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი