საზოგადოება

საბერძნეთში ხანძრის გამო ათენში საქართველოს საელჩოს საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდა, აქედან ერთი ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს
ათენში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენთან ახლოს გაჩენილი ხანძრის გამო გუშინ ღამით მას საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდა, აქედან ერთი საკონსულოს სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს.
ათენში საქართველოს საელჩომ გამოაქვეყნა ცხელი ხაზის ნომერი +306995779793, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უწყებასთან დაკავშირება.
„ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანაშრომლების მიერ ხანძრის ზონიდან იყო გამოყვანილი.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელეთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რაზეც საქართველოს საელჩოს როგორც ყოველთვის მყისიერი რეაგირება ექნება“, – დაწერა საელჩომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 104 ადამიანი დაშავდა, აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია.
საგამოძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ეძებენ 10 ტურისტს, რომლებიც ნავით ხანძარს გამოექცნენ.
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20