უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
28 ოქტომბერი, 2020 15:55
`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს.
"მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. თქვენ არ გაბარებთ აჩოტებს მე სად ვივლი, უკაცრავად", - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს.