უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2017 18:40
font-size

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო „ლიდერობს“ - დიმიტრი ლორთქიფანიძე

„დემოკრატიული პარტიის“ წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო სამართალდამრღვევებად ცნო. პოლიტიკოსის თქმით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ამჟამინდელ ხელისუფლებას ახასიათებს.

„საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის სისტემური მახასიათებელია და ამ კუთხით, როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო „ლიდერობს““, -განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ 2017 წლის აპრილიდან სთხოვს წულუკიანის უწყებას, მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელ მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შესახებ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2017 წლის 4 აპრილიდან არაერთგზის მიმართა იუსტიციის სამინისტროს წერილობით, 2012-2017 წლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მათზე გასხვისებული მიწის სავარგულების საერთო ფართობის მითითების მოთხოვნით, მაგრამ დღემდე პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიგვიღია. შესაბამისად, ვთვლით, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეც იმავე ხვედრს უნდა იზიარებდეს, რასაც ქალბატონი მინისტრი და დანარჩენი 10 სსიპ-ის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დაცმველის მიმართვა და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი სამართალდამრღვევებად ცნო. ომბუდსმენი ედავებოდა მისი რეკომენდაცვიის უგულებელყოფას, რომელიც ეხებოდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“.
საქალაქო სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ