უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 თებერვალი, 2017 13:55
font-size

საჯარო რეესტრში იურიდიულ პირთა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იურიდიული პირების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, 2016 წელს 20100 სამეწარმეო სუბიექტზე ახალი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შეიქმნა. პროექტი საჯარო რეესტრმა 2016 წელს დაიწყო. 2016 წელს განხორციელებულმა სამუშაოებმა, პროექტით დაგეგმილი სამუშაოების სრული რაოდენობის 16 % შეადგინა.

პროექტი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დასკანერებასა და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2010 წლამდე რეგისტრირებული 122 464 იურიდიული პირის საქმე დამუშავდება. დაგეგმილი სამუშაოები სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სკანირებას და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც არასისტემატიზებული არქივისა და ელექტრონული მონაცემთა ბაზებითაა გამოწვეული, გაიზრდება საჯარო რეესტრის სერვისების ხარისხი, შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სექტორის უტყუარი და ზუსტი მონაცემებით უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის მნიშვნელოვნად გაზრდის საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხარისხს. თითოეულ იურიდიულ პირზე ციფრულ ფორმატში გადატანილი საარქივო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და ნებისმიერი დაიტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

იურიდიულ პირთათვის ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი