უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2018 15:55
font-size

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდება

იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით და პრემიერ-მინისტრის ინსტრუქციის შესაბამისად დავასრულეთ საკმაოდ რთული და კომპლექსური მოლაპარაკებები პარიზში შტაბბინის მქონე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, 20 დეკემბერს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურთან ერთად, პარიზში ხელს მოაწერს საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის თანამშრომლობის და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

წულუკიანის განმარტებით, მემორანდუმი გულისხმობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ამბიციაც გახლავთ საქართველოს ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება, რაც წარმოუდგენელი იქნება შესაბამისი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის გარეშე.

,,მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ მუშაობას საარბიტრაჟო შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის შექმნაზე, ამისათვის მხარეები ვიღებთ ერთწლიან ვადას. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მოხდეს დღეს საქართველოს ბაზარზე მომუშავე არბიტრების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება და გაძლიერდეს საქართველოს სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ცენტრი, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა, რომ მოცულობითი და საერთაშორისო არბიტრების ჩართულობით საარბიტრაჟო კომერციული დავები განეხილა.

როდესაც ჩვენ ერთი წლის თავზე შევაჯამებთ ერთობლივი ძალისხმევის შედეგებს, მემორანდუმის თანახმად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვსაზღვროთ ფორმა, რა ფორმითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი გააკეთებს საქართველოში თავის წარმომადგენლობას ან ფილიალს - რა ფორმით იქნება ეს, ამაზე ერთი წლის თავზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამას ამბობს ეს მემორანდუმი, რომელიც პრაქტიკულად, რთული მოლაპარაკებების შედეგად გზას გვიხსნის ჩვენ, ქვეყანას, რომ მომავალში გავხდეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ჩვენი რეგიონის ამ სიტყვის ფართო გაგებით.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიცოდეთ, რომ ეს მემორანდუმი ვერ იქნებოდა ხელმოწერილი, მოლაპარაკებები ვერ დამთავრდებოდა წარმატებით, რომ არ გასჩენოდა საარბიტრაჟო სასამართლოს იმის მყარი განცდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის არბიტრაჟის პროცედურების შესაბამისი; რომ ჩვენს მოსამართლეებს აქვთ საერთაშორისო და ქართულ საარბიტრაჟო სამართალში შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამის გარეშე ქვეყნებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები არ თანამშრომლობენ.

მე მინდა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასაც მივულოცო ეს შეფასება - ეს წარმატებაა, რადგან მემორანდუმის საფუძველი არის სწორედ ჩვენი მოსამართლეების კვალიფიკაცია საარბიტრაჟო ჭრილში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ