უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ნოემბერი, 2016 11:25
font-size

საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მინისტრის მიერ 5 მოსწავლე საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, ხოლო 13 ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა, _ აცნობეს მედიანიუსს განათლების სამინისტროდან.

„წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში ყოველწლიურად საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობას აფინანსებს. საერთაშორისო ოლიმპიადებში, რომელიც მათემატიკაში (IMO), ფიზიკაში (IPHO); ინფორმატიკაში (IOI); ბიოლოგიასა (IBO) და ქიმიაში (ICHO) ჩატარდა, წელს 23 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან ერთმა ვერცხლის, ოთხმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ექვსმა მოსწავლემ საპატიო სიგელი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი -2000 ლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 1000 ლარით დაჯილდოვდა.

ბოლო 7 წლის მანძილზე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებს ოლიმპიადებში 3 ოქროს, 17 ვერცხლის, 59 ბრინჯაოს მედალი და 37 საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.

ინფორმატიკაში ეროვნული ტურნირი წელს ორ ეტაპად სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირის შედეგად, 12 გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი (3 მოსწავლე), II (3), III (3) და 4 საუკეთესო ათეული. მოსწავლეები 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების, სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

საკვანძო სიტყვები:

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი