უკან

პოლიტიკა

8 აპრილი, 2025 12:36
font-size

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მათი საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

„ნიკა გვარამიასთან მიმართებით შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი, რომ 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, არ მოსულიყო. შესაბამისად, გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი, ნიკა გვარამიას საქმის საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ. სამდივნოს ვთხოვ, დღის ბოლომდე, სხდომის დასრულებამდე, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეკრიბოს და დადგენილი წესით მოამზადოს მისი საქმე პროკურატურაში გადასაგზავნად“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები სამდივნოს მზად აქვს და სამდივნოს კენჭისყრის დასრულებისთანავე შეუძლია, გადააგზავნოს პროკურატურაში მომდევო საათის განმავლობაში.

„წინა კვირიდან გვაქვს დარჩენილი საკითხი, რომელიც შეეხება გივი თარგამაძეს. გივი თარგამაძის შემთხვევაში მის საცხოვრებელ მისამართზე მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიაზე მოსვლას. 3 აპრილს, როდესაც ის იყო დაბარებული, ყველამ ვნახეთ, რომ არც გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით და სრულყოფილად არის დასრულებული და კომისიის წევრებს ვთავაზობ, კენჭი ვუყაროთ გივი თარგამაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს. გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები სამდივნოს უკვე მზად აქვს, ამიტომ კენჭისყრის დასრულებისთანავე სამდივნოს შეუძლია, რომ გადააგზავნოს ის მომდევო საათის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც კომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროკურატურას გადაეგზავნება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეც, რადგან, ჯაფარიძემ ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც ხვალ.

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე 11:00 საათზე ველოდით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, სამდივნოს ოფიციალური არხებით მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას, რადგან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, შეტყობინების პროცედურა დასრულებულია და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეც გადაეგზავნოს შემდგომის სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების მიზნით საქართველოს პროკურატურას. ამ საკითხზეც სამდივნოს დაევალოს, რომ სხდომის დასრულებამდე ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია შეკრიბოს და დღის ბოლომდე გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას.

შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები. სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა